“სიძლიერეა დატოვო ყველა და ყველაფერი და წახვიდე…”

პოზიტიური ემიგრანტის ქეთი რევიშვილის წერილი ემიგრანტებს.

„ემიგრანტი!

რაც ეს სახელი დამერქვა, მას შემდეგ მივხვდი, თუ რამდენად ძლიერი ვყოფილვარ…

სიძლიერეა აბა რაა დატოვო ყველა და ყველაფერი და წახვიდე!…

არ იცი სად და როგორ მოხვდები, მაგრამ იცი რომ ცხოვრების გასაუმჯობესებლად მიდიხარ…

მე ავისრულე ჩემი ჩანაფიქრი, რაც შეიძლებოდა ამ ცოტა დროში მომესწრო,

მადლობა უფალს ამისთვის!

წინ დიდი და იმედიანი მომავალია!

მინდა ყველა ემიგრანტს გისურვოთ თქვენი ოცნებების ასრულება!

მინდა შეხედოთ ამ გზას პოზიტიურად!

ნუ დაითრგუნავთ გულებს ჩემო ძვირფასებო, რადგან ხშირ შემთხვევაში ვერ უძლებს ბევრის გული და ჩერდება…

დაისახეთ მიზანი და ღიმილით შეუდექით მის ასრულებას!

უფალი გვფარავდეს ყველა ქართველს შინ და გარეთ!

დიდი პატივისცემით ქეთი რევიშვილი.“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები