თბილისი-ბერლინი-თბილისის სპეცრეისს ავიაკომპანია Myway Airlines-ი განახორციელებს

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ორგანიზებულად დაბრუნების მიზნით, საქართველოს მთავრობის ინიციატივით ივლისში დანიშნულ სპეციალურ რეისებს ბერლინის მიმართულება დაემატა.

თბილისი – ბერლინი – თბილისის საჰაერო ხაზზე ფრენას ავიაკომპანია  Myway Airlines-ი 25 ივლისს შეასრულებს.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისი Boeing B737-800 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება და ბილეთის ღირებულება არ იქნება 200 ევროზე მეტი.

ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე იქნება შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.