ქართველი ექიმი მილანიდან, რომელმაც კოვიდ-19 დაამარცხა და დღემდე ხანდაზმულ, მძიმე პაციენტებთან მუშაობს

ვიდეობლოგი ,,მედიატორი“ იტალიაში მცხოვრებ ქართველ ექიმს, მანანა შუბლაძეს გაგაცნობთ, რომელიც ყველაზე რთულ პერიოდში, ცხელ წერტილში იტალიაში, ქალაქ მილანში იმყოფებოდა და მუშაობდა წინა ხაზზე. ის მილანის გერიატრიის ინსტიტუტის თანამშრომელია. მანანა შუბლაძემ კორონავირუსი თავად გადაიტანა, თუმცა არ შეუწყვეტია პაციენტებისთვის ონლაინ დახმარების გაწევა, მათ შორის ქართველი ემიგრანტებისთვის. ქართველმა ექიმმა ,,კოვიდ 19“ ათ დღეში დაამარცხა და კვლავ განაგრძო მუშაობა მძიმე პაციენტებთან.

,,მე ექიმი ვარ და სახლში ვერ დავჯდებოდი, ჩემი პაციენტები მელოდებოდნენ და ჩემი ვალი უნდა მომეხადა. გაუფრთხილდით თავს, რადგან ეს ვირუსი მართლაც არსებობს და მასთან ხუმრობა არ შეიძლება. საკმაოდ რთულ ფორმებში გადავიტანე და ჩემი სიცოცხლე სასწორზე იდო, 10 დღიანი მკურნალობის შემდეგ გამოვჯანმრთელდი. მიუხედავად იმისა, რომ სიკვდილს თვალებში ჩავხედე, სახლში დიდხანს ვერ გავძელი, მალევე დავუბრუნდი საქმეს და დღემდე აქტიურად ვაგრძლებ მუშაობას ვირუსით დაავადებულ, ხანდაზმულ ადამიანებთან“-  ამბობს ,,ქართულ კვირასთან“ საუბარში ქართველი ექიმი.

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები