ნინო მარგალიტაძის მეორე პერსონალური გამოფენა ათენში

2020 წლის 21 ივნისს, ათენის განათლებისა & კულტურის ცენტრში „კავკასია“  საბერძნეთში მოღვაწე ფოტოხელოვანის, ნინო მარგალიტაძის პერსონალური გამოფენა გაიხსნა.

გამოფენის გახსნას დაესწრო და დამსწრე საზოგადოებას გულთბილად მიესალმა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთის რესპუბლიკაში, ბატონი დავით დონდუა. ბატონ ელჩს თან ახლდნენ: საელჩოს მრჩეველი, ქალბატონი დეა მუმლაძე და ახალგაზრდა ელჩი კონსტანტინა დოლიძე. ასევე საზოგადოებას მიმართა ათენში მოღვაწე ექიმმა ნატალია აბზიანიძემ.

საინტერესო ექსპერიმენტული პრეზენტაცია – „ხელოვნება და ფსიქოანალიზი“ წარმოადგინა ათენის ი. კაპოდისტრიას სახ. უნივერსიტეტის დოქტორანტმა, ბექარ ტრიანდაფილუმ.

საღამოს ბოლოს გაიმართა მცირე მიღება და სამადლობელი სიტყვა წარმოსთქვა ნინო მარგალიტაძემ.

პარალელურად მიმდინარეობდა ახალგაზრდა ელჩის მიერ ინიცირებული საქველმომედო აქცია სტუდენტ მეკო ჩიტიშვილის დასახმარებლად.

გამოფენა ოფიციალურად გახსნა და საღამოს უძღვებოდა ღონისძიების მასპინძელი, ათენის ქართული ინსტიტუტისა და კულტურის ცენტრ „კავკასიას” დამფუძნებელი ავთანდილ მიქაბერიძე.

გამოფენა 28 ივნისამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები