უნდა ველოდოთ თუ არა მეორე ტალღას და როდის იქნება მზად COVID 19-ის ვაქცინა – ბოლო მონაცემები და კვლევები ვიდეობლოგში ,,მედიატორი“

როგორც ექიმები და მეცნიერები ვარაუდობდნენ, კორონავირუსთან თანაცხოვრება კიდევ დიდხანს გასტანს. ტემპერატურის მატება და ზაფხულის მოსვლა არ აღმოჩნდა საკმარისი ეპიდემიის შესაჩერებლად. ეს თბილ ქვეყნებში შემთხვევების ზრდამ და სიკვდილიანობის სტატისტიკამაც დაგვანახა. რა გვასწავლა პანდემიამ და რა გველის კოვიდ 19-თან გამკლავების შემდეგ. უნდა ველოდოთ თუ არა მეორე ტალღას და როდის იქნება ანტივირუსული ვაქცინა მზად? ვიდეობლოგის სტუმარი აშშ-ის ჩრდილოეთში, ქალაქ ჰანოვერში მცხოვრები ქართველი მეცნიერი, პროფესორი დართმოუთის კოლეჯიდან,  ბატონი ფრიდონ შუბითიძეა.

,,უფრო ადრეც იყო საუბარი, რომ მსგავსს ვირუსს შესაძლოა მეორე ტალღა გამოეწვია. შემდეგ ეტაპს შემცირებული დანაკარგებით გავივლით. ამერიკის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ ის უკვე მომზადებულია მსგავსი ამბისთვის, უფრო მობილიზებულად შეხვდება და არ უნდა გამოიწვიოს საავადმყოფოების გადატვირთვა, როგორც ეს მოხდა პანდემიის დასაწყისში.

ამერიკის მთავრობამ 5 კომპანია აირჩია როგორც ფინალისტი, რომლებიც მუშაობენ ანტივირუსულ ვაქცინაზე და ძალიან მალე გამოცხადდება შედეგი. დაახლოებით 2,2 მილიარდი დოლარი უკვე მიიღეს ამ კომპანიებმა სამუშაოებისთვის. 632 მილიონი დოლარით დაფინანსდა მერილენდში არსებული კომპანია Emergent Biosolutions, რომელიც ემზადება ვაქცინის მასიური წარმოებისთვის. თუ შედეგები დადებითი აღმოჩნდება, წინასწარი გათვლებით, წლის ბოლომდე ამერიკაში ასეულობით ვაქცინა იქნება ფართო მასებისთვის ხელმისაწვდომი,“-  ამბობს ინტერვიუში პროფესორი.

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები