14 ივნისს გია ყანჩელის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება

2020 წლის 14 ივნისს, დღის 12:00 საათზე ხელოვანთა კავშირი კონცეპტ არტი და სსიპ საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი წარმოგიდგენთ გია ყანჩელის 80 წლის საიუბილეო კონცერტის ვიდეო ჩანაწერს.

მონაწილეობენ:

ეროვნული სიმფონიური ორკესტრი – ნიკოლოზ რაჭველი, დირიჟორი, გიორგი ცაგარელი, ვიოლა; ნატო მეტონიძე; ლიზა ბაგრატიონი; მიხეილ ჯავახიშვილი; ზვიად მიჩილაშვილი;  სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდი – სვიმონ ჯანგულაშვილი,  დირიჟორი; გორის ქალთა კამერული გუნდი – თეონა ცირამუა, დირიჟორი. სპეციალური სტუმარი – ნინო ანანიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები