Airbaltic-მა საქართველო ერთ-ერთ საუკეთესო მიმართულებად დაასახელა

„მიმართულებები თქვენი უცხოური საზაფხულო მოგზაურობისთვის“ – ამ სათაურით Airbaltic-ის სტატიაში საქართველო  საბერძნეთთან, კვიპროსთან, ესპანეთთან, იტალიასთან, პორტუგალიასა და ხორვატიასთან ერთადაა დასახელებული.

ავიაკომპანია Airbaltic-მა საქართველო იმ ქვეყნების სიაში შეიყვანა, რომლებსაც  კორონავირუსის პანდემიის შემდეგ საზაფხულო ტურისტული სეზონისთვის რეკომენდაციას უწევს.

„თბილისის ყოველდღიური ცხოვრება მთის ბობოქარ მდინარეს წააგავს. მისი შეყვარება ადვილია და გრძნობ რომ ხშირად გინდა იქ დაბრუნება. დაიწყეთ თქვენი მოგზაურობა კახეთიდან, რომელიც ალაზნის ველითაა ცნობილი, სიღნაღში რქაწითელი და საფერავი გასინჯეთ, მაგრამ ჭაჭას უფრთხილდით, ის ცეცხლივით წვავს.“

ამ ქვეყნის მონახულება ივლისიდანაა  შესაძლებელი და ყველაფერს, რაც უნდა იცოდეთ ფრენის წინ,  საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე იპოვით.“ – ნათქვამია სტატიაში.

ამ დროისათვის 20-ზე მეტმა ავიაკომპანიამ საქართველოში ფრენების აღდგენის სურვილი გამოთქვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები