იტალია მიგრანტებს ლეგალურად ცხოვრებისა და დასაქმების უფლებას აძლევს 

იტალიაში სამუშაოდ მყოფი ქართველები, მათ შორის ის ადამიანები, რომლებმაც მოხუცები ყველაზე მძიმე და რთულ პერიოდში არ მიატოვეს, არალეგალები აღარ იქნებიან.

იტალია მიგრანტებს ლეგალურად ცხოვრებისა და შრომის უფლებას აძლევს. მათ შორის იქნება ათასობით ქართველი, რომლებიც წლებია იტალიაში იმყოფებიან, თუმცა ლეგალური მუშაობისთვის საჭირო დოკუმენტები არ აქვთ. რომში გადაწყვეტილება კორონავირუსის მიერ დაზარალებული ეკონომიკის სტიმულირებისთვის მიიღეს.

სპეციალურ დეკრეტს ხელი უკვე მოაწერა პრემიერმა ჯუზეპე კონტიმ – როგორც ამბობენ, ეს არის ყველაზე ფართომასტაბიანი ამინისტია იტალიაში მყოფი არალეგალებისათვის

“იტალია არ მიატოვებს მათ, ვინც ქვეყანა ასეთ მძიმე დროს არ დატოვა” – განაცხადა კონტიმ

რასაკვირველია, ლეგალურად ცხოვრების უფლების, ე.წ სანატორიის მიღების უფლებას გარკვეული წინაპირობები აქვს: 

  • პირები, რომლებიც მიიღებენ  საბუთს 2020 წლის 8 მარტამდე უნდა იყვნენ შესული ქვეყანაში.
  • თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეს აქვს ვადაგასული დოკუმენტი 2019 წლის 31 ოქტომბრიდან.(ძირითადად Protezzione internazionale.) ის განახლდება ან გარდაიქმნება სხვა ტიპის დოკუმენტად. ყოველივე ამისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქე უნდა მუშაობდეს სოფლის მეურნეობის ან საოჯახო სექტორში. ან უნდა იყოს ამ სფეროში დასაქმებული პირი, რომელმაც პანდემიის პირობებში დაკარგა სამუშაო.
  • მოთხოვნის გაგზავნა შესაძლებელია 2020 წლის 1/06 -დან 15/07-ის ჩათვლით.
  • იტალიელმა ან ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეებმა უნდა მიაკითხონ სოციალური დაცვის ეროვნულ სამმართველოს ე.წ. INPS – ს. ევროკავშირის არაწევრის ქვეყნების მოქალაქეებმა კი –
    პოლიციის მთავარი სამმართველოს საემიგრაციო განყოფილებას – QUESTURA -ს.
  • უცხო ქვეყნის მოქალაქე სამუშაო საქმიანობას ახორციელებს ექსკლუზიურად და ის დამოკიდებულია იმ დამსაქმებელზე,რომელიც შეიტანს განაცხადს მის სახელზე.
  • ამავე ბრძანებულებაში მოცემულია დამსაქმებლებისთვის საჭირო შემოსავლების ლიმიტი,შრომითი ურთიერთობის დასკვნა,დოკუმენტაცია სამუშაოს დასამტკიცებლად და სხვა პროცედურების აღწერა.
  • მოთხოვნების დაკმაყოფილება დაიწყება ფულადი თანხის გადახდისთანავე,რაც თითოეული მუშაკისთვის შეადგენს 400 ევროს.(არალეგალებისთვის) მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ხარჯებისთვის კი 160 ევროს. (ლეგალებისთვის)
  • განცხადებას წარადგენს როგორც დამსაქმებელი,ასევე დასაქმებული.
  • ვინც დაკარგა სამუშაო,მხოლოდ საკუთარი განაცხადით შეიტანს საბუთებს.
  • შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ მიიღებთ 6-თვიან დოკუმენტს ბინადრობისა და მუშაობის უფლებით,რომელსაც გამოიყენებთ ჯანდაცვისა და სხვა საჭიროებებისთვის. (Permesso di soggiorno temporaneo per motivi di lavoro) საფასურის მაქსიმუმი 30€.
  • ნებადართულია ასევე, დაუყოვნებლივ დარეგისტრირდეთ  რეესტრში  აღნიშნული დეკრეტი ითვალისწინებს,ამ განკარგულების ძალაში შესვლის თარიღიდან მის დასრულებამდე სრულ, ფართომასშტაბიან ამნისტიას.

იტალიის მთავრობამ გადაწყვეტილება ეკონომიკის სტიმულირების პაკეტის ფარგლებში მიიღო, რომელიც 59 მილიარდ დოლარს მოიცავს და ეკონომიკაზე კორონავირსის გავლენის შემსუბუქებას ემსახურება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები