საქართველოში 2022 წელს შედარებითი ლიტერატურის მსოფლიო კონგრესი ჩატარდება
პოსტსაბჭოთა ქვეყნების ისტორიაში პირველად, საქართველოში 2022 წელს შედარებითი ლიტერატურის მსოფლიო კონგრესი ჩატარდება, რომელსაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ქართული ლიტერატურის ინსტიტუტთან ერთად უმასპინძლებს.
2022 წლის კონგრესის თემაა “მსოფლიო ლიტერატურის გადააზრება: გლობალური და ლოკალური, ცენტრალური და მარგინალური მიმართულებები”.
მასშტაბური ფორუმის ფარგლებში სხვადასხვა სახის ვორქშოპები და თემატური შეხვედრები გაიმართება, რომლებსაც მსოფლიო ლიტერატურის წარმომადგენლებთან ერთად, ქართველი ლიტერატორები, კრიტიკოსები და მწერლები დაესწრებიან.