უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ექიმები ონლაინკონსულტაციას გაუწევენ

საგარეო საქმეთა სამინისტრო აგრძელებს უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარებას, მათ შორის მათთვის კორონავირუსთან დაკავშირებულ საკითხებზე ონლაინ კონსულტაციების უზრუნველყოფას. 

ამ მიზნით 2020 წლის 14 მაისს, თბილისის დროით 17:00 საათზე, საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ “Facebook“ გვერდზე თბილისიდან განხორციელდება ექიმ ინფექციონისტების, მარიამ ჭყონიას და ნინო ტავლალაშვილის პირდაპირი ჩართვა, რომლებიც 1 საათის განმავლობაში ისაუბრებენ კორონავირუსთან დაკავშირებულ საკითხებზე და უპასუხებენ უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეების შეკითხვებს.

მარიამ ჭყონია, ექიმი ინფექციონისტი, ამჟამად მუშაობს ინფექციური სნეულებების, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში (თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში). 2018 წლიდან, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის სტიპენდიის ფარგლებში, ის მუშაობდა შლეზვიგის საუნივერსიტეტო კლინიკაში, ინფექციური სნეულებებისა და მიკრობიოლოგიის განყოფილებაში.

ნინო ტავლალაშვილი არის ექიმი ინფექციურ საავადმყოფოში. მას გავლილი აქვს კურსი მიკრობიოლოგიისა და ინფექციური სნეულებების მიმართულებით ჩესტერის უნივერისტეტში (დიდი ბრიტანეთი).

უცხოეთში მყოფ თანამემამულეებს კითხვების გამოგზავნა შეუძლიათ შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: consultation@mfa.gov.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები