უფასო მასტერკლასი უფროსებისთვის – თოჯინა შენი ხელით

“Future Art School” და “სახელოსნო18”, უფროსი თაობის წარმომადგენლებს გთავაზობთ უფასო მასტერკლასს, როგორ შევქმნათ ნაჭრის თოჯინა!

„არ არის საჭირო იყოთ ხელოვანი. ან მკერავი, ჩვენთან ერთად თქვენ გაატარებთ სასიამოვნო დროს, დაეუფლებით ხელობას და მიიღებთ პოზიტიურ ენერგიას!”

მასტერკლასსზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს!

მასტერკლასი გაიმართება 2 მაისს, 17:00 საათზე ZOOM-ის მეშვეობით. ყველა რეგისტრირებულს, წინასწარ გაეგზავნება თარგი და მასალის ჩამონათვალი, რა უნდა იქონიოს.

იმისათვის რომ მოხვდეთ მასტერკლასზე, უნდა გაიაროთ რეგისტრაცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები