მოქალაქეები, რომლებსაც ევროპაში ყოფნის 90-დღიანი ვადა ამოეწურათ, ჯარიმებისგან გათავისუფლდებიან

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხეილ ნინუას თქმით, ევროპასთან უვიზო მიმოსვლის წესების დარღვევა და განსაზღვრული 90-დღიანი ვადის გადაცილება ჩაითვლება საპატიოდ და საქართველოს მოქალაქეები ჯარიმისაგან განთავისუფლდებიან

„ყველა ის ადამიანი, რომელსაც ვადა აქვს გადაცილებული შენგენის ზონის ქვეყნებში 90 დღით ყოფნის შესაძლებლობაზე, იქნება გათავისუფლებული. ანუ მათ, ყველას გადაცილებული დღეები საპატიოდ ჩაეთვლებათ. ჩვენ შესაბამისი კომუნიკაცია გვქონდა და მივაღწიეთ შედეგს, რომ ყველა ასეთი ადამიანი გათავისუფლებულიყვნენ გარკვეული ჯარიმებისგან და საპატიო მიზეზად ჩათვლოდათ გადაცილებული დღეების რაოდენობა“ – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.