ჩახედეთ გმირებს თვალებში – კორონავირუსის წინააღმდეგ მებრძოლი მედიკოსები “კონტაქტის” ვიდეორგოლში 

“მადლობა გმირებს ფრონტის ხაზიდან, ქვეყანა თავის გმირებს თავმდაბალ, გულისხმიერ, შეუმჩნეველ ადამიანებს შორის პოულობს“ 

სარეკლამო სააგენტო “კონტაქტმა” გადაწყვიტა, კორნავირუსის წინააღმდეგ მებრძოლი, ფრონტის წინა ხაზზე მყოფი ადამიანების სახეები ეჩვენებინა თითოეული ჩვენგანისათვის – თანამედროვეობის გმირების, რომლებსაც უნდა ვიცნობდეთ. ვიდეორგოლი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაღებული და მისი  სატელევიოზიო პრემიერა 15 აპრილს შედგა.

“კონტაქტის” შემოქმედებითმა ჯგუფმა, ასევე, გამოიწვია სარეკლამო კომპანიები – “ალმა” და “აუთდორი”,  რათა  ჩვენი გმირების ფოტოპორტრეტები თბილისის ქუჩებში, ბილბორდებზე გამოჩნდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები