უფასო ფსიქოლოგიური კონსულტაციები ქართველი ემიგრანტებისათვის

პოზიტიური ფსიქოთერაპიის საერთაშორისო ცენტრი, IDC ქართველ ემიგრანტებს უფასო ფსიქოლოგიური კონსულტაციებით დახმარებას სთავაზობს.

„COVID 19-ის მსოფლიოში გავრცელებამ ჩვენი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. ბევრი ჩვენგანი განიცდის შიშს, დარდსა თუ შფოთვას. ამგვარ პანიკას მოსდევს იმუნიტეტის დამაქვეითებელი სტრესი, რომელიც დაავადების რისკს ზრდის. პოზიტიური ფსიქოთერაპიული მიდგომა აერთიანებს სხვადასხვა მეთოდს, რომლებიც სტრესთან ბრძოლისა და სტრესული სიტუაციების ჩვენთვის სასიკეთოდ გამოყენების შესაძლებლობებს იძლევა. სწორედ აქედან გამომდინარე, დაიბადა ქართველ ემიგრანტების დახმარების იდეა.”- ნათქვამია ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ონლაინ კონსულტაცია თბილისის დროით 17:00 საათზე ZOOM-ის პლატფორმის მეშვეობით შედგება. მასტერკლასს გაუძღვება ლალი ბადრიძე – პოზიტიური ფსიქოთერაპიის მსოფლიო ასოციაციის წევრი და პოზიტიური ფსიქოთერაპიის საერთაშორისო ცენტრის IDC-ის ხელმძღვანელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები