„Georgia on Maps“ – წიგნის ონლაინ პრეზენტაცია

30 მარტს, 19:00 სთ-ზე ლაშა ბაქრაძე გესაუბრებათ თავის წიგნზე „Georgia on Maps“, რომელიც პირველი მცდელობაა, რეალურად გამოიკვლიოს, როგორ იყო წარმოდგენილი საქართველო კარტოგრაფიის განვითარების მთელი პერიოდის განმავლობაში.

წიგნი „Georgia on Maps“ განკუთვნილია ფართო აუდიტორიისთვის – როგორც ისტორიკოსებისა და კარტოგრაფიის მოყვარულთათვის, ასევე მათთვის, ვისაც აინტერესებს, თუ როგორ გამოსახავდნენ საქართველოსა და კავკასიას ძველ რუკებზე. წიგნი ინგლისურ ენაზეა და შესანიშნავი საჩუქარი იქნება, როგორც ქართველი, ასევე არაქართულენოვანი მკითხველისთვის.

პრეზენტაციაზე სულაკაურის გამომცემლობა გეპატიჟებათ და თქვენ საშუალება გექნებათ ონლაინ რეჟიმში დაუსვათ კითხვები ავტორს. შემოუერთდით ივენთს, რათა არ გამოტოვოთ ლაივი.

წიგნი გამოიცა: ლიტერატურის მუზეუმის, საქართველოს პრეზიდენტის ფონდის, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის, Caucasus Economic Policy Institute- ის მხარდაჭერით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები