გურული დღიურების ფონდი ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილი ქალის შვილს სტიპენდიას დაუნიშნავს 

“ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილი ქართველი ქალის ერთ-ერთ შვილს, ანანო ნაჭყებიას, გურული დღიურების ფონდი ყოველთვიურ სტიპენდიას დაუნიშნავს. ფონდი შეუძენს სასკოლო ინვენტარსაც და სკოლის დამთავრებამდე სასწავლო მიმართულებით სხვა დახმარებასაც ხშირად გაუწევს. ანანო სამტრედიაში ცხოვრობს და საუკეთესო მეხუთეკლასელია” – წერს გიორგი კეკელიძე.

ცირა ნაჭყებია, მეუღლესთან ერთად მადრიდში გასულ თვეს, სიმსივნის სამკურნალოდ გაემგზავრა, 16 მარტს კი კორონავირუსით დაინფიცირდა და 20 მარტს გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები