დარჩი სახლში, უყურე ქართულ კინოს!

დარჩი სახლში, უყურე ქართულ კინოს! – ეროვნულმა კინოცენტრმა ეროვნული კინოკლუბი დაარსა და ონლაინ კინოჩვენებები დაიწყო.

ეროვნული კინოცენტრის მიერ დაგეგმილი პირველი ონლაინ პრემიერა  25 მარტს გაიმართა.

ონლაინ კინოჩვენებების განრიგი ნაწილობრივ უკვე ცნობილია:

27 მარტი, 17:00 საათი – ანიმაციური ფილმი “ჯინო” – რეჟისორი დათო კიკნაველიძე;

27 მარტი, 20:00 საათი – “მოირა” – რეჟისორი ლევან თუთბერიძე;

28 მარტი, 19:00 საათი – “ნამე” – რეჟისორი ზაზა ხალვაში;

29 მარტი, 19:00 საათი – “აღლუმი” – რეჟისორი ნინო ჟვანია.

ინიციატივას ასევე შემოუერთდნენ ლევან კოღუაშვილი, ნანა ჯანელიძე, ნუცა ალექსი-მესხიშვილი,  ვახო ვარაზი და ლაშა ოთხმეზური.

ეროვნული კინოცენტრი განაგრძობს მუშაობას ქართველ რეჟისორებთან და პროდიუსერებთან, რათა ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის პერიოდში მეტი ქართული ფილმი გახდეს მაყურებლისთვის ხელმისაწვდომი.

თანამედროვე ქართული ფილმების ბმულები ეროვნული კინოცენტრის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გახდება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები