განათლების სამინისტრო სკოლებს დისტანციური სწავლების გამართულად წარმართვის პროცესში დაეხმარება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სკოლებს დისტანციური სწავლების გამართულად წარმართვის პროცესში ეხმარება.

შექმნილია Facebook-ის სპეციალური ჯგუფი, სადაც გაწევრიანება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

აღნიშნულ ჯგუფში ახალი სკოლის მოდელში ჩართული ტექნოლოგიების ექსპერტები და სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) წარმომადგენლები საჯარო და კერძო სკოლების ადმინისტრაციას, მასწავლებლებსა და მშობლებს სურვილის შემთხვევაში დისტანციური სწავლების ხელშეწყობისთვის და Microsoft Office 365- ის სრულფასოვნად ათვისებისთვის დახმარებას გაუწევენ.

მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, ონლაინ რეჟიმში გამოგზავნონ კითხვები და მიიღონ კონსულტაცია კონკრეტულ საკითხებზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები