ახალი ამბები განათლება დღის ფოტო

ქართველი მოსწავლეების მიერ შექმნილი „ჭკვიანი ჩაფხუტი“ ტალინში ყველაზე ინოვაციურ გამოგონებად აღიარეს

თბილისის  N175 საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ მეხანძრეებისთვის შექმნილმა „ჭკვიანმა ჩაფხუტმა“ ესტონეთის საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვაზე ყველაზე ინოვაციური კომპანიის ნომინაციაში გაიმარჯვა.

„ჭკვიანი ჩაფხუტი“ მეხანძრეებს დაკვამლიანებული ტერიტორიიდან უსაფრთხოდ გამოსვლაში ეხმარება – ჩაფხუტი წინაღობას აღიქვამს, მეხანძრეს წინასწარ აფრთხილებს და შესაბამისად, მათ დაშავება-სიკვდილიანობას ამცირებს.

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ესტონეთის საერთაშორისო მოსწავლეთა კომპანიების გამოფენა-გაყიდვა ტალინში 5-11 თებერვალს იმართება და ფინეთის, შვედეთის, ინგლისისა და ლატვიის მოსწავლეთა კომპანიებთან ერთად,  მასში თბილისის N175 და ბათუმის N16 საჯარო სკოლები მონაწილეობენ.

ქართველი მოსწავლეები უცხოეთში არჩევითი საგნის – მეწარმეობის საფუძვლების ფარგლებში იმყოფებიან, რომელსაც საქართველოს მასშტაბით 251 საჯარო სკოლის 6500-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს. „მოსწავლეთა კომპანიები“ სწორედ  სასკოლო არჩევითი საგნის „მეწარმეობის საფუძვლების“ ფარგლებში ყალიბდება.

სხვა სიახლეები

 „ქართულ-თურქული ურთიერთობები“ – ანკარაში საერთაშორისო სიმპოზიუმი ჩატარდა

Editor

“შესაძლოა, საქართველო ყველის სამშობლო იყოს” – BBC

Editor

საქართველო ვაშინგტონში “Winternational Embassy Showcase”-ში მონაწილეობდა

Editor

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრი ევროპული თეატრების გაერთიანების წევრი გახდა

Editor

დანიაში სერგო ფარაჯანოვისადმი მიძღვნილი ქართული საღამო გაიმართა

Editor

16 ნოემბერს პოლონეთში კავკასიის დღე აღინიშნება

Editor