მსოფლიო ტურისტულ რუკაზე საქართველომ ახალი გამარჯვება მოიპოვა

საქართველო ‘’ITB Berlin’’-ის გამოფენაზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება.

მსოფლიო ტურისტულ რუკაზე საქართველომ ახალი გამარჯვება მოიპოვა. საქართველომ გერმანიის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ”ITB Berlin”- ის ოფიციალური დასტური მიიღო, რომლის მიხედვითაც 2022 წელს საქართველო მსოფლიოს მასშტაბით, ტურიზმის ინდუსტრიაში ყველაზე დიდი გამოფენა – ბაზრობის ‘’ITB Berlin’’-ის მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება.

‘’ITB Berlin’’- ს ყოველწლიურად 180-ზე მეტი ქვეყნიდან 200 ათასზე მეტი ვიზიტორი ესწრება. ‘’ITB Berlin’’ წლიდან წლამდე მსოფლიო მედიის განსაკუთრებული ყურადღების ეპიცენტრშია. 3 დღის განმავლობაში გამოფენას 5 ათასზე მეტი საერთაშორისო ჟურნალისტი აშუქებს.

‘’ITB Berlin’’- ის გამოფენაზე მასპინძლის სტატუსით მონაწილეობა არის უპრეცედენტო მასშტაბის შესაძლებლობა ქვეყნისთვის, რაც კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანს საქართველოს, როგორც ტურისტულად განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონე ქვეყანას. მასპინძლის სტატუსი არის სიგნალი მთელი მსოფლიოსთვის, რომ საქართველო 2022 წლამდე და მის შემდეგ მსოფლიოს ერთ – ერთი საუკეთესო ტურისტული ქვეყანაა. ეს გამოფენა მთელ მსოფლიოს უგზავნის შეტყობინებას, რომ საქართველო საინტერესო და ახალი, მრავალფეროვანი, მიმზიდველი და სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულებაა.

‘’ITB Berlin’’- ს 2007 წლიდან 15-მა ქვეყანამ უმასპინძლა, მათ შორისა: ინდოეთი, გერმანია, თურქეთი, პოლონეთი, ინდონეზია, მალაიზია და ა.შ.  ეს ის ქვეყნებია, რომლებიც ტურისტული ბაზრის უდიდეს წილს ფლობენ მსოფლიოს მასშტაბით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.