ქუთაისში ვლადისლავ რაჩკევიჩის სახელობის ქართულ – პოლონური მეგობრობის სკვერი გაიხსნა

იმერეთის რწმუნებულის ადმინისტრაციის კუიავსკო – პომორსკისა და ველიკოპოლსკოს სავოევოდოებთან აქტიური თანამშრომლობით და ორივე ქვეყნის საელჩოების მხარდაჭერით 2020 წლის 28 იანვარს, ქალაქ ქუთაისში პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის,  ვლადისლავ რაჩკევიჩის სახელობის ქართულ – პოლონური მეგობრობის სკვერი გაიხსნა.

“დღეს ნამდვილად ისტორიული დღეა, სკვერი, რომელიც გავხსენით, ჩვენი მეგობრული ურთიერთობების სიმტკიცის სიმბოლოა, რომელიც კიდევ უფრო გამყარდება და საფუძვლიანად გაგრძელდება მომავალშიც.

ჩვენ გვახსოვს, რომ პოლონეთი მუდამ იდგა და დგას საქართველოს გვერდით. ჩვენ ქვეყნებს შორის მეგობრობა და თანამშრომლობა სამაგალითოა ბევრი მიმართულებით და ეს ძმური დამოკიდებულება არასოდეს შეიცვლება.

დარწმუნებული ვარ, ამ სკვერს არაერთი პოლონელი ტურისტი ეწვევა”, – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები