საქართველოს ელჩი ესპანეთის სამეფოში ქართულ დიასპორას შეხვდა

საქართველოს ელჩი ესპანეთის სამეფოში ილია გიორგაძე ეწვია ვიტორიას წმიდა გიორგის სახელობის სამრევლოს, რომლის წინამძღვარია არქიმანდრიტი სერაპიონი.

ელჩმა ადგილობრივ ქართულ დიასპორასთან  სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხი განიხილა.ასევე, მან მოქალაქეებს  დიასპორასთან ერთიანი და მჭიდრო კავშირის განმტკიცების მიზნით შექმნილი დიასპორული ვებ პორტალი – www.gda.ge  გააცნო.

აღნიშნული ვებ სივრცე ერთი ფანჯრის პრინციპზე შექმნილი, ურთიერთსარგებლიანობაზე დაფუძნებული, დიასპორის საჭიროებებზე მორგებული პლატფორმაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.