საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსში კინობიბლიოთეკა გაიხსნება

15 იანვარს 18:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსში კინობიბლიოთეკა გაიხსნება.

დარბაზში განთავსდება ყველაფერი კინოს შესახებ. აქ იქნება როგორც ქართული, ისე უცხოური ლიტერატურა, აფიშები, ბუკლეტები, ფლაიერები და სხვა.

დასაწყისისთვის აქ მოსულ მკითხველს არც ისე ბევრი, მაგრამ ძალიან საინტერესო ინგლისურენოვანი გამოცემები და მყუდრო სამუშაო სივრცე დახვდება. მომავალში კიდევ უფრო გამდიდრდება გამოცემების ნუსხა. მანამდე კი, თუ სურვილი გექნებათ, ის რაც გემეტებათ – კინოპოსტერი, ბუკლეტი, ფლაიერი და ა.შ. შეგიძლიათ მიაწოდოთ ბიბლიოთეკას და დაურთოთ თქვენი სახელი.

თქვენს მიერ მიწოდებული მასალები დარბაზში განთავსდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები