Women in Wine Expo – ღონისძიებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ქალი მეღვინეები ლოპოტაზე გამართავენ

 საქართველოში, კახეთის რეგიონში, ლოპოტას ტბის საკურორტო კომპლექსში ღონისძიება “Women in Wine Expo” 2020 წლის მაისში გაიმართება. ღონისძიებაზე ქალი მეღვინეები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ერთმანეთს გაუზიარებენ ცოდნასა და გამოცდილებას, მოახდენენ მათ მიერ წარმოებული ღვინის დეგუსტაცია-პრეზენტაციას.

აღსანიშნავია, რომ ქალი მეღვინეების პირველი ღონისძიება – “Women in Wine Expo 2019” წლის 23 მაისს  ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში გაიმართა. გასულ წელს ღონისძიებაში სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად,  რვა ქართველმა ქალმა მეღვინემ მიიღო მონაწილეობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები