“ისტორიები საქართველოდან” – 52 ფოტოგრაფის ფოტოგამოფენას კიოლნი უმასპინძლებს

ქართველ სტუდენტთა გაერთიანება “აისის” ინიციატივითა და საქართველოს საკონსულოს მხარდაჭერით, კიოლნში გამოფენა “ისტორიები საქართველოდან” 13 იანვარს გაიხსნება. გამოფენას კიოლნის უნივერსიტეტი 17 იანვრამდე უმასპინძლებს, შემდეგ კი ნამუშევრები ფრანკფურტში, საქართველოს საკონსულოში გადაინაცვლებს.

გამოფენა 52 ფოტოგრაფის მიერ გადაღებული 260 ფოტოდან შერჩეულ ნამუშევრებს აერთიანებს. გარდა ქართველებისა, გამარჯვებულთა შორის არიან ფრანგი, გერმანელი, ბრაზილიელი, ესტონელი, ირლანდიელი და პორტუგალიელი ფოტოგრაფები, რომლებმაც საუკეთესოდ ასახეს თანამედროვე საქართველო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.