ჩეხური ტელეარხი “Česka televize” საქართველოს შესახებ გადაცემათა ციკლს იწყებს

პეტრე ვოლდინის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებულ პირველ გადაცემას ჩეხი მაყურებელი შაბათს, 4 იანვარს იხილავს. გადაცემის მოკლე მომიხილვაში, რომელიც ტელეარხმა საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა, პასუხი გაეცემა ყველა კითხვას – რატომ გადაწყვიტა გადამღებმა ჯგუფმა საქართველოში ჩასვლა? რას გვთავაზობს ეს ქვეყანა? როგორ ცხოვრობენ ადამიანები საქართველოში? და რამდენად გამოუვა ჩეხ ჟურნალისტს ქართველი ხალხის ყოველდღიურობის გაზიარება?  

“აღსანიშნავია საქართველოს ისტორია, ლამაზი ბუნება, მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლები, უზარმაზარი პატრიოტიზმი, წარმოუდგენელი სტუმართმოყვარეობა – ორიგინალური ჩურჩხელა, ჩაი, ღვინო – დაყენების ტექნოლოგიის თავისებურებებით და 8 ათასზე მეტი წლის ისტორიით. ფენომენალური ანსამბლის მუსიკა და ცეკვა, რომელიც გინესის რეკორდების წიგნშია შესული, მისთვის დაკრული ტაშის ხანგრძლივობის გამო,” –  ჩამოთვლის ავტორი საქართველოს არჩევის არგუმენტებად.

საქართველოს შესახებ მომზადებული 13 გადაცემა ჩეხური სატელევიზიო სტუდია “Postřehy- ის” ტრადიციულ რუბრიკაში “სხვაგან” გავა. პირველი საპრემიერო გადაცემა, რომელიც ეთერში შაბათს გავა, “საქართველოში მოგზაურის ნარკვევები იქნება.”

შოუს შემქმნელებმა 40-მდე ქვეყანა მოიარეს და წარუდგინეს ჩეხ მაყურებელს, თუმცა, როგორც პეტრე ვოლდინი ამბობს, “ქართველი ხალხი ყველაზე პატრიოტია მათ შორის, ვინც მას უნახავს”. კითხვაზე რას ნახავს მაყურებელი ეთერში, ვოლდინი პასუხობს, რომ იგი მონაწილეობას მიიღებს ადგილობრივების ყველა საქმიანობაში და მაყურებელს ნამდვილ საქართველოს გააცნობს – “მე შევქმნი ხანჯლებს კავლასიელ ოსტატთან ერთად, ვიცხოვრებ ბერებთან ერთად კლდეში გამოკვეთილ კელიებში, გამოვაცხობ თონეში ქართულ ტრადიციულ პურს და საკუთარი ხელით ჩავმარხავ მიწაში თიხის ქვევრს. გოგირდის აბანოში ჩაისაც მივართმევ სტუმრებს და თუკი გამომივა, არც ქართულ ცეკვას შევუშინდები.”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები