“ფორბსმა” ქართული ღვინო საუკეთესოდ აღიარა 

“საუკეთესო ღვინოები 2020 წლისათვის” – ასე ჰქვია რეიტინგს, რომელიც ცნობილმა ამერიკულმა გამოცემამ გამოაქვეყნა. სტატია მკითხველს მსოფლიოს მასშტაბით წარმოებულ 30 საუკეთესო ღვინოს აცნობს, ჩამონათვალში მეხუთე კი ტრადიციული მეთოდებით დაყენებული ქვევრის ღვინოა. 

“2020 წელს ვგეგმავ, ჩავიდე და ადგილზე დავაგემოვნო ეს შესანიშნავი ღვინო. ვფიქრობ, ამ რეგიონს, საკუთარი ათასწლოვანი კულტურის გამო, დიდი პოტენციალი აქვს” – აღნიშნავს ავტორი, ადამ მორგანსტერი.

ქართულ ღვინოსთან ერთად, “ფორბსის” ჩამონათვალში მსოფლიოში ცნობილი ღვინოები მოხვდნენ, მათ შორის – Santa Cruz Wine, Women-Owned Wineries  და Crémant de Die.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები