ქართველი მეღვინეების ისტორიები ფრანგული გამოცემის გვერდებზე

“ათასეული წლების ღვინის ტრადიცია – ქართველები კვლავაც ქვევრში აყენებენ ღვინოს და შეიძლება ითქვას, მათი „პროფესიული საიდუმლო“ კონფიდენციალურია. ჩვენ შევხვდით რამდენიმე განსაკუთრებულ მეღვინეს, რომლებიც საკუთარ მარანში მთელი მსოფლიოდან იზიდავენ ტურისტებსა თუ ღვინის ექსპერტებს.“ – წერს ფრაგნული გამოცემა, “Parismatch“ და  მკითხველს რამდენიმე წარმატებულ  და გამორჩეულ ქართველ მეღვინეს აცნობს.

ქეთი ბერიშვილის მცირე საოჯახო  მეურნეობა კახეთში, თელავის რაიონში აქვს. 30 წლის მეღვინემ დედაქალაქში საბანკო სექტორში მუშაობას თავი დაანება და 2015 წელს მამისეულ ვენახს დაუბრუნდა. ახლა მის მიერ ჩამოსხმული ღვინო რამდენიმე ქვეყანაში გადის ექსპორტზე, მათ შორის აშშ-ში, გერმანიაში, იაპონიასა და საფრანგეთში.

გარდა ქეთისა, ფრანგული გამოცემის გვერდებზე მოხვდნენ სხვა ქართველი მეღვინეებიც, რომელთა მაგალითზეც, ავტორი ქართული მეღვინეობის 8000-წლიან უწყვეტ ტრადიციას, ამჟამინდელ მდგომარეობასა და პერსპექტივებს აცნობს მკითხველს.

“Parismatch” საფრანგეთში 1938 წლიდან გამოდის და  დიდი გალენითა და პოპულარობით სარგებლობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები