წრეში ბურთის ჩემპიონატი იბსუ-ში

რამდენიმე დღის წინ პირველი კურსის სტუდენტებმა – ლევან ბარამიძემ, ნიკა ჩოგოვაძემ და კიდევ ორმა პირმა, რომელთაც აშკარად 90-იანებისა თუ 2000-იანების დასაწყისისა და ღრმა ბავშვობის ნოსტალგია მოეძალათ, წამოჭრეს მეტად საინტერესო ინიციატივა, სემესტრის ბოლოს ჩაეტარებინათ ჩემპიონატი წრეში ბურთში.

თუ თქვენც მოგეძალებათ ნოსტალგია და სურვილი გაგიჩნდათ ითამაშოთ წრეში ბურთი,  მონაწილეობისთვის შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა.

ჩემპიონატი გაიმართება 2019 წლის 27 დეკემბერს , პარასკევს, 17:00 საათზე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები