აზერბაიჯანელი ოპერის მომღერლის რიდვან სადირხანოვის მუსიკალური საჩუქარი ქართველებს

აზერბაიჯანელი ოპერის მომღერლის რიდვან სადირხანოვის მუსიკალური საჩუქრი  ქართველებს და საქართველოს. კლასიკური ნაწარმოები ტერენტი გრანელის ლექსზე – ”memento mory” არის შექმნილი. მუსიკის ავტორი და შემსრულებელი თავად რიდვან სადირხანოვია.

‘’იდეა ჩემი გახლავთ მეგობრებო, მიხარია რომ ეს რამდენიმე თვის წინ სისრულეში მოიყვანა ბატონმა როდვანმა და მუსიკით გააცოცხლა ჩვენი გენიარული პოეტის ტერენტი გრანელის ეს შესანიშნავი ლექსი.

ამ მუსიკით შექმნაში დიდი შრომა, სული და გულია ჩადებული! ვფიქრობ, არც თქვენ დარჩებით გულგრილი!

მადლობა კიდევ ერთხელ ჩვენს აზერბაიჯანელ მეგობარს, მთელს შემოქმედებით ჯგუფს, მსოფლიოში ცნობილ მაესტროს ამ უდიდესი საჩუქრისთვის.’’ – წერს თავის ფეისბუქ გვერდზე მანანა ლეშკაშელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები