ქეთევან ქარდავას ფოტო ათწლეულის 100 საუკეთესო კადრს შორის მოხვდა

ტელეკომპანია CNN-მა 100 ფოტო შეარჩია, რომლებშიც, მათი აზრით, საუკეთესოდა წარმოჩენილი ბოლო ათწლეული. ამ ფოტოებს შორის ტელეკომპანია „იმედის“ ბრიუსელის ბიუროს კორესპონდენტის, ქეთევან ქარდავას ფოტოც მოხვდა, რომელიც მან 2016 წლის 22 მარტს ბრიუსელის აეროპორტში მომხდარი ტერაქტისას გადაიღო.

100 საუკეთესო ფოტოს შორისა აგრეთვე ჰაიტიზე მიწისძვრის, აშშ-ის სკოლებში სროლის, არაბული გაზაფხულის, 5 წლის სირიელი ლტოლვილი ბიჭის ალან ქურდის, თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელის, ტრამპის ინაუგურაციის, ოსკარის დაჯილდოების, სტიქიებისა და სპორტული ღონისძიებების ამსახველი კადრები.

წყარო: IMEDINEWS

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები