საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისადმი მიძღვნილი გამოფენა

2019 წლის 25 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აღსაყდრებიდან 42 წელი უსრულდება.

ამ ღირსშესანიშნავ მოვლენასთან დაკავშირებით 22 დეკემბერს თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია   საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში გამოფენას აწყობს(საგამოფენო სივრცეში მოხვედრა ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის ეზოდან არის შესაძლებელი).

გამოფენაზე იხილავთ თსას-ის სტუდენტებისა და პედაგოგების შემოქმედებას. წარმოდგენილი იქნება: ხატწერა, მონუმენტური ხატწერის რესტავრაცია, საეკლესიო არქიტექტურა (მაკეტები), ფერწერა, თექა და სხვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები