ტფილისური არტ ნუვო და გერმანული კვალი ძველ თბილისზე

კულტურის პოპულარიზაციის ცენტრი 22 დეკემბერს გიწვევთ  ტურში, სადაც ჩვენს დედაქალაქს უკეთ გაეცნობით. თქვენ  მოისმენთ და ნახავთ:

ცნობილი არწივებიანი სახლის სევდიან ისტორიას;

ერთადერთ სახლს რომელსაც ქართულად აწერია ,,სალამი“

ძველი თბილისის სასტუმროებს ( მაჟესტიკი , ლონდონი, გრანდ- ოტელი, ვეტცელი) და მათთან დაკავშირებულ ამბებს.

მოდერნის სტილის თბილისის ყველაზე თვალსაჩინო შენობებს;

ვინ იყო მიქაელ არამიანცი და მისი კვალი ტფილისზე;

თბილისური ტრამვაის ისტორიას;

ვის დაუდგეს მადლიერმა თბილისელებმა პირველი ძეგლი;

საიდან გაჩნდნენ თბილისში გერმანელები და როგორი იყო მათი გავლენა თბილისზე;

ისტორიას – აღმაშენებლის 149 ში მდებარე ლამაზი სახლისა და მისი მეპატრონის კარმული ანდერძის შესახებ;

რა შუაშია ტფილისურ ამბებთან ჰიტლერის ახლო გარემოცვის მაღალჩინოსნის – ვილჰელმ ბეკკეს სახელი;

სად იკრიბებოდა მაშინდელი ბომონდი და როგორ ერთობოდა.

და კიდევ სხვა ბევრ საინტერესო ამბავს რომელიც მე- 19 საუკუნის დასასრულსა და მეოცე საუკუნის დასაწყისში გამოგზაურებთ…..

ტურს  დავით ხანთაძე გაუძღვება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები