გერმანიაში მალე დასაქმება გამარტივდება

ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეების გადამზადებასა და დასაქმებას ითვალისწინებს გეგმა, რომელიც გერმანიის მთავრობამ დაამტკიცა და რომელიც კვალიფიციური უცხოური კადრების მოზიდვას ემსახურება. – ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

ბიზნესის წარმომადგენლები ახალ მუშახელს გერმანიის ენის შესწავლაში დაეხმარებიან,  უცხოელებს მათზე მორგებულ სამუშაო ადგილს შესთავაზებენ. აგრეთვე საცხოვრებელი ადგილის მოძებნაში დაეხმარებიან. მთავრობა კი ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურებს დააჩქარებს, რათა უცხოელებმა უფრო სწრაფად შეძლონ სამსახურის დაწყება.

გერმანიაში ყველაზე მეტად სჭირდებათ  მედდები,  ელექტრო ინჟინრები, მზარეულები, მეტალის დამუშავების სპეციალისტები და პროგრამისტები. თავისუფალი ვაკანსიები არის სასტუმროსა და რესტორნების ბიზნესშიც.

ახალი საიმიგრაციო კანონი ძალაში 2020 წლის გაზაფხულზე შევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები