10 წლის სანდრომ საკუთარი დაბადების დღისთვის შეგროვებული ფულით ძაღლებს საკვები უყიდა 

თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარმა სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ 10 წლის სანდრო მთელი წლის განმავლობაში აგროვებდა თანხას, რათა საკუთარი დაბადების დღის საჩუქარი შეეძინა. თუმცა, მან საჩუქრის ნაცვლად, ძაღლების თავშესაფრისათვის საკვები იყიდა და თავადვე მიუტანა:

“ბევრი ადამიანი მოდის თავშესაფარში. ზოგს ერთი ნაჭერი პური მოაქვს ძაღლებისთვის, ზოგს უფრო მეტი. დღეს გაოცებულები დავრჩით. დედასთან ერთად მოვიდა სანდრო ივანაშვილი. სანდროს გუშინ დაბადების დღე ჰქონდა. ფულს აგროვებდა, თავისთვის საჩუქარი უნდა ეყიდა. იყიდა კიდეც. თავისი საჩუქრისთვის შეგროვებული ფულით 3 დიდი ტომარა მშრალი კვება აჩუქა თავშესაფარს.
ხომ მართლაც ძალიან კეთილი ბავშვია სანდრო. ღმერთმა დალოცვილი და ჯანმრთელი ამყოფოს. დიდი მადლობა მის გამზრდელს.

————————————————————————————–
თავშესაფარმა რომ განაგრძოს მუშაობა, მას თქვენი დახმარება სჭირდება.
თქვენ მიერ გაღებული 1 ლარიც კი ჩვენთვის ძვირფასია.”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები