ქართველი პედაგოგები საგანმანათლებლო ვიზიტით ესტონეთს სტუმრობენ

ესტონეთში ვიზიტად იმყოფებიან ქართველი პედაგოგები, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებს წარმოადგენენ. ვიზიტის ფარგლებში, პედაგოგები სტუმრობენ ესტონეთის რეგიონებს და  შესაბამისი ორგანიზაციებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავენ.

ვიზიტი ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს „განვითარების სფეროში თანამშრომლობის“ პროგრამის ერთ-ერთი პროექტის – „Developing Georgian Entrepreneurship Education by Advising JA Georgia, Training Teachers and Offering Motivational-Educational Opportunities for Youth“ ფარგლებში ხორციელდება. პროექტი 3-წლიანია და მიზნად ისახავს საქართველოში სამეწარმეო განათლების დანერგვის ხელშეწყობას ესტონური გამოცდილების გაზიარების გზით.

პედაგოგებს ესტონეთში საქართველოს ელჩი, არჩილ ყარაულაშვილი შეხვდა, რომელმაც ისაუბრა საქართველო-ესტონეთის თანამშრომლობის შესახებ და ხაზი გაუსვა იმ მნიშვნელოვან დახმარებას, რომელსაც ესტონეთი უწევს საქართველოს სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, განათლების მიმართულებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები