საქართველო მსოფლიო ახალგაზრდული, ტურისტული საგანმანათლებლო მოგზაურობის კონფედერაციის (WYSE Travel Confederation) წევრი გახდა

საქართველო მსოფლიო ახალგაზრდული, ტურისტული საგანმანათლებლო მოგზაურობის კონფედერაციის (WYSE Travel Confederation) წევრი გახდა.

კონფედერაციაში გაწევრიანება ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების დივერსიფიკაციას და უფრო მეტი ახალგაზრდა მოგზაურის მოზიდვას საქართველოში, ასევე ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამების სტიმულირებას.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით კონფედერაციის გენერალურმა დირექტორმა დევიდ ჩაპმენმა „ფაბრიკაში“ პრეზენტაცია მოაწყო და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

„ჩვენ მოხარულები ვართ, რომ საქართველო მსოფლიოს ახალგაზრდული, ტურისტული საგანმანათლებლო მოგზაურობის კონფედერაციის წევრი გახდა. ეს არის ახალი განაცხადი მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიაში, იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ ქვეყანას აქვს ამბიცია, მოიზიდოს კიდევ უფრო მეტი საერთაშორისო ახალგაზრდული კატეგორიის ვიზიტორი. ეს პლათფორმა ხელს შეუწყობს ქართველ ახალგაზრდებს, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში იმოგზაურონ გაცვლითი, საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, ასევე ტურისტული მიზნით.“ – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები