საქართველო საკალათბურთო ევროჩემპიონატის მოლოდინში

მიუნხენში ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატების წილისყრა გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს დედაქალაქი გაისად, 10 – 19 ივლისს ევროპის 20 – წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონს უმასპინძლებს.

გერმანიაში გამართულ ცერემონიას საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე –  პრეზიდენტი ვლადიმერ ბოისა და 20 – წლამდელთა ნაკრების მენეჯერი შალვა ონიანი ესწრებოდნენ.

ვლადიმერ ბოისა უშუალოდ მონაწილეობდა წილისყრაში და ჯგუფებში რამდენიმე ნაკრებს ადგილი მიუჩინა.

საქართველოს 20 – წლამდელთა ნაკრები C ჯგუფში  რუსეთთან, ნორვეგიასთან, ესტონეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან ერთად მოხვდა.

თბილისში გასამართ ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში მონაწილეობას 22 ქვეყნის ნაკრები მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები