დღეს ბიზნესის კონკურსის Meliora”-ს რიგით მეორე დაჯილდოება გაიმართება

12 დეკემბერს, 19:00 საათზე, სასტუმრო „ბილტმორში“ , ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერითა და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით, „საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora”-ს რიგით მეორე დაჯილდოების ღონისძიება გაიმართება.

2019 წლის კონკურსში 38 კომპანია მონაწილეობს. მათ მიერ საკონკურსოდ წარდგენილი 71 პროექტიდან წამყვანი უცხოელი და ქართველი ექსპერტები ყველაზე პასუხისმგებელ და სამაგალითო პროექტებს გამოავლენენ.

ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოში აკრედიტირებული ელჩები, საერთაშორისო ექსპერტები, სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნეს-კომპანიების წარმომადგენლები.

Meliora ლათინური სიტყვაა და „საუკეთესოს“ ნიშნავს; შესაბამისად, კონკურსი Meliora უკვე მეორე წელია, გამოავლენს და დააჯილდოებს საქართველოში მოქმედ იმ კომპანიებს, რომლებიც ახორციელებენ სამაგალითო, შთამაგონებელ და შესანიშნავ პროექტებსა და ინიციატივებს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) სფეროში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები