ქართველი მოსწავლეები CERN – ში

ჟენევაში, მსოფლიო ბირთვული კვლევების ცენტრში (CERN), საინტერესო შეხვედრა გაიმართა ფიზიკით დაინტერესებულ ქართველ ახალგაზრდებსა და ცენტრში მოღვაწე ქართველ მეცნიერებს შორის.

მეცნიერებმა საგანგებოდ ჩვენი მოსწავლეებისთვის მომზადებული პრეზენტაციები წარმოადგინეს და შემდეგ   შეხვედრა კითხვა – პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მეცნიერებმა ვრცლად ისაუბრეს განვლილ გზაზე და მოსწავლეებს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს.

მათი მხრიდან დადებითად შეფასდა საქართველოს განათლების სამინისტროს პროექტი, რომელიც ყოველწლიურად ფიზიკით, ტექნოლოგიებითა და მათემატიკით დაინტერესებულ ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს ეწვიონ მსოფლიო მნიშვნელობის ატომური კვლევების ცენტრს, უშუალოდ იხილონ სამყარო, სადაც მასშტაბური ექსპერიმენტები, უდიდესი აღმოჩენები ხორციელდება და მასში ათასობით მეცნიერია ჩართული მთელი მსოფლიოდან.

ახალგაზრდების შეფასებით CERN – ში გატარებული დღეები მათ მომავალი პროფესიის არჩევას გაუადვილებს, ვინაიდან, CERN – ის მასტერკლასი ფიზიკით გატაცებული მოსწავლეებისთვის არის გზა საინტერესო მომავალში.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროექტის მიზანი სწორედ მოსწავლეების დაინტერესება, მათი სტიმულირება და წახალისებაა. ეს არის პროექტი, რომელიც წარმატებული ქვეყნებისა და ადამიანების მაგალითზე, მოსწავლეების ინფორმირებულობას ზრდის და მათ კარიერის შემდგომ დაგეგმვაში ეხმარება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები