მერაბ მამულაშვილი Global Music Awards – ის გამარჯვებულია

“თუ თქვენ Global Music Awards – ის ჯილდო მიიღეთ  გეცოდინებათ, რომ  თქვენ საერთაშორისო კონკურსზე გაფასებენ’’ – ასე მიმართავს Global Music Awards – ი მონაწილეებს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ყოველწლიურად მონაწილეობენ კონკურსში.

წელს  Global Music Awards – ის ფესტივალზე მუსიკა ფილმისთვის “მტრები” ფინალისტთა შორის მოხვდა და ორიგინალური საუნდტრეკისთვის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ამის შესახებ შემოქნედებით ჯგუფს კონკურსის დამარსებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა თომას ბეიკერმა თავად აცნობა: „გიორგი და მერაბ მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ თქვენ Global Music Awards- ის  ჯილდო მიიღეთ.’’

“მტრების” სცენარის ავტორი და რეჟისორი გიორგი ღაჭავაა. კომპოზიტორი და არანჟირების შემსრულებელი მერაბ მამულაშვილი. ხალხურ საკრავებზე დავით ყიფიანი და დავით ქავთარაძე.

ფილმის სცენარი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს განვითარებულ რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული. ფილმში ასახულია, თუ როგორ ხვდებიან ერთად ცხინვალში, დაბომბვის შედეგად ჩახერგილ სარდაფში ქართველი ჯარისკაცი და ოსი მოხუცი. ფილმი მათ შორის განვითარებულ დიალოგზეა აგებული, სადაც ორივე ცდილობს  თავისი სიმართლე დაამტკიცოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები