ლუკა შონია კიკბოქსინგში მსოფლიოს ჩემპიონია!

ლუკა შონიამ, თურქეთის ქალაქ ანტალიაში, კიკბოქსინგის ორგანიზაციების მსოფლიო ასოციაციის ‘’WAKO’’ ეგიდით  გამართულ  მსოფლიო ჩემპიონატზე, ოქროს  მედალი მოიპოვა.

ქართველმა სპორტსმენმა  67 – კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა და 4 შეხვედრა მოიგო. მან ანგოლელი, რუსი და უკრაინელი მეტოქეები დაამარცხა,  ფინალში ყაზახ ნურსულთან ხასანოვს სძლია და ჩემპიონის ტიტულიც  მოიპოვა.

საერთაშორისო კიკბოქსინგის ორგანიზაცია – WAKO აღიარებულია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია სოკ-თან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს კიკბოქსინგის ოლიმპიურ პროგრამაში შეტანასთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.