გერმანული „KGB ბარი“ ქართულ საღამოს უმასპინძლებს

გერმანიის ქალაქ ჰანოვერში მდებარე რესტორანი, სახელად “KGB Bar” ქართული კულინარიის საღამოს 1 დეკემბერს, უკვე მეორედ უმასპინძლებს. როგორც რესტორნის წარმომადგენლები ამბობენ, ქართული საღამოს ხელმეორედ ჩატარების გადაწყვეტილება სტუმრების თხოვნით მიიღეს.

„ჩვენთან გელოდებათ მსოფლიოში ცნობილი ქართული კერძები და ღვინო, რომლის ერთი ჭიქაც საკმარისია, იმოგზაუროთ  საქართველოში და გაოცებაც მოასწროთ.“

საღამოზე წარმოდგენილი იქნება ქართული ტრადიციული კერძები, „გერმანიაში ქართული ღვინის სახლის“  მიერ მიწოდებული ღვინო და სხვა ალკოჰოლური სასმელები.

საღამოს ორგანიზატორები სტუმრებს ქართულ მუსიკასა და სიურპრიზებსაც ჰპირდებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები