Welcome to Georgia! -ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მეხუთე საიუბილეო ცერემონია გაიმართება

6 დეკემბერს, „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი” ქართული ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს მნიშვნელოვან ღონისძიებას Welcome to Georgia- ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მეხუთე საიუბილეო ცერემონიას მასპინძლობს. ღონისძიება „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით ეწყობა.

დაჯილდოების ცერემონიაზე, ტურიზმისა და მასპინძლობის დარგის 380-ზე მეტ წარმომადგენელს შორის, 26 ნომინაციაში ამდენივე გამარჯვებული გამოვლინდება. მათ შორის დასახელდებიან საუკეთესოები ახალ ნომინაციებში: „საუკეთესო ავიაკომპანია”, „საუკეთესო ტრადიციული რეწვა”, „საუკეთესო ნიშური ტურიზმი”, „საუკეთესო სოფლის ტურიზმის”, „საუკეთესო მცირე მეღვინეობა”, „H2O Water Saving Award”- ეს ნომინაცია შეიქმნა სპეციალურად UNDP-სთან თანამშრომლობის ფარგლებში და სპეციალური პრიზი – Khetsuriani Trophy.

ღონისძიებას 700-მდე სტუმარი დაესწრება, მათ შორის მთავრობისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, საერთაშორისო და ადგილობრივი მედია.

ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება 2015 წლიდან იმართება საქართველოში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები