საბავშვო ევროვიზიის კონკურსზე საქართველომ მე-14 ადგილი დაიკავა

საბავშვო ევროვიზიის კონკურსზე, რომელიც პოლონეთში 24 ნომებრს გაიმართა, საქართველოს წარმომადგენელმა, გიორგი როსტიაშვილმა 20 მონაწილეს შორის მე-14 ადგილი დაიკავა.

გიორგიმ საერთაშორისო ჟიურისგან –  37, ხოლო მაყურებლებისაგან 32 ქულა მიიღო. კონკურსის გამარჯვებული კი მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელი, პოლონელი ვიკი გაბორი გახდა.

საბავშვო ევროვიზია ყოველწლიური კონკურსია, რომელიც  ევროპის მაუწყებელთა გაერთიანების აქტიურ წევრებს შორის იმართება. იგი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სატელევიზიო პროგრამაა, რომელის მაყურებელთა რაოდენობაც 400 მილიონიდან 600 მილიონამდე მერყეობს.

საქართველომ “საბავშვო ევროვიზიის” კონკურსზე 3 გამარჯვება – 2008, 2011 და 2016 წლებში  მოიპოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.