,,ლექსო, არ დაიკარგები”- ხალხური პოეზიის საიუბილეო საღამო

25 ნოემბერს, შოთა რუსთაველის აკადემიური თეატრის დიდ დარბაზში ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის ხალხური პოეზიის საიუბილეო საღამო – ლექსო, არ დაიკარგები – გაიმართება.

1979 წლის 14 აპრილიდან, ხალხური პოეზიის პირველი საღამოდან, 40 წელი გავიდა.

საიუბილეო საღამოზე შეხვდებით ძველ და დღემდე უცნობ მელექსეებსა, იუმორის დიდოსტატებს, მომღერლებსა და მოცეკვავეებს.

საიუბილეო საღამოსათვის სიახლეა: მონაწილენი, ტრადიციულად, ექსპედიციებით და, პირველად ხალხური პოეზიის საღამოს ისტორიაში, ელექტრონულად შეირჩა. საიუბილეო საღამო მთელ საქართველოს, ფოლკლორის ყველა დარგს მოიცავს და წარმოგვიდგენს ხალხურ ლექს, ხალხურ მუსიკას, ხალხურ ცეკვასა და იუმორს.

პროექტის მიზანია, გასული საუკუნის 80-იანი წლების ფოლკლორული საღამოების მრავალმხრივ მნიშვნელოვანი და საგულისხმო ტრადიციის გაგრძელება.

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა 2008 წელს აღადგინა ხალხური პოეზიის საღამოები სათაურით – ლექსო არ დაიკარგები. ღონისძიება ტარდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები