საქართველო სტრასბურგის საშობაო ბაზრობაში მონაწილეობს

სტრასბურგი ევროპაში საშობაო დედაქალაქად არის აღიარებული. ამ ქალაქში საშობაო ბაზრობის გამართვის ტრადიცია 1570 წლიდან იღებს სათავეს და ყოველწლიურად რამდენიმე მილიონი ვიზიტორი ჰყავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის საქართველოს თავმჯდომარეობასთან  დაკავშირებით, სტრასბურგის საშობაო ბაზრობაზე ქართული კოტეჯიც გაიხსნა, სადაც წარმოდგენილია საქართველოში წარმოებული მრავალფეროვანი პროდუქცია – მათ შორის, სხვადასხვა დასახელების ღვინო, ტრადიციული ტკბილეული, ხალხური რეწვის ნიმუშები და ხელნაკეთი სუვენირები.

როგორც საქართველოს საელჩოში ამბობენ, ამგვარ მასშტაბურ ღონისძიებაში საქართველოს მონაწილეობა წარმოადგენს საუკეთესო შესაძლებლობას, ქვეყნის კულტურის უკეთ წარმოჩენისა და ქართული პროდუქციის მეტი პოპულარიზებისათვის.

სტრასბურგის საშობაო ფესტივალი წელს 22 ნომებრიდან 30 დეკემბრამდე იმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები