კვიპროსში ქართული კულტურის მეოთხე ფესტივალი გაიმართება

10 დეკემბერს კვიპროსის რესპუბლიკის ქალაქი პაფოსი ქართული კულტურის მეოთხე ყოველწლიურ ფესტივალს უმასპინძლებს.

წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს ა-კაპელა სექსტეტი „The Georgian Six“ კონცერტზე შესრულდება გია ყანჩელისა და სხვა ცნობილი ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები.

ფესტივალი კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და „ქართული კულტურის ცენტრის“ ორგანიზებით გაიმართება და გია ყანჩელის ხსოვნას მიეძღვნება.

სტუმრებს საშუალება ექნებათ დაესწრონ თანამედროვე ქართველი ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვასაც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები