ანსამბლმა “ბასიანმა” ამერიკული ტურნეს ბოლო კონცერტი პრინსტონში გამართა

 

ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „ბასიანი“ 11-დან  20 ნოემბრამდე შეერთებულ  შტატებში ტურნეს მართავდა.  კონცერტები ჩატარდა  ნიუ იორკში, ბერკლისა  და პრინსტონში . 

ანსამბლის ამერიკული გასტროლის ბოლო კონცერტს პრინსტონს უნივერსიტეტმა უმასპინძლა.

შეერთებულ შტატებში ტურნეს ფარგლებში ანსამბლმა კონცერტებთან ერთად, ვორქშოფებშიც მიიღო მონაწილეობა. პრინსტონის უნივერსიტეტში  ანსამბლის წევრებმა 90 მუსიკოსისაგან შემდგარ გუნდს ორი ქართული სიმღერაც შეასწავლეს. ეს სიმღერები იმავე საღამოს კონცერტზე ერთობლივად შესრულდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები