“სურვილები საქართველოდან”- 36 ქართველი ხელოვანის ერთობლივი გამოფენა ბერლინში

 

“Gruesse aus georgien – სურვილები საქართველოდან”-  ასე ჰქვია 36 ქართველი ხელოვანის გამოფენას, რომელიც ბერლინის “kunstpunkt” გალერეაში 15 ნოემბერს გაიხსნა და 30 ნოემბრამდე დარჩება.

გამოფენაში მონაწილე მხატვრებს წარსული აერთიანებთ – ისინი საქართველოში დაიბადნენ, მაგრამ უკვე წლებია, ბერლინში ცხოვრობენ.

„2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე გამოსვლისას აკა მორჩილაძემ ხაზი გაუსვა ისეთი ქვეყნების უპირატესობას, როგორიც საქართველოა, რადგან ქართველი მწერლები ყოველთვის თარგმნიდნენ სხვადასხვა ენიდან მაშინ, როცა ქართულიდან არავინ თარგმნიდა. ჩვენი უპირატესობა ვლინდება იმაში, რომ ქართველებმა მეტი ვიცით სხვებზე, ვიდრე სხვებმა ჩვენზე, ასე რომ, ჩვენ მუდამ მეტი გვრჩება სათქმელი“- აღნიშნავს გამოფენის ერთ-ერთი ორგანიზატორი,  სოფია ტაბატაძე.

გამოფენის ორგანიზატორები მოუწოდებენ ქართველ მხატვრებს, დაფიქრდნენ იმაზე, რამდენადაა საქართველო წარმოდგენილი მათ შემოქმედებაში. „სხვა ქვეყანაში წასვლის შემდეგ, მხატვრები ხშირად იწყებენ  ნამუშევრების ადაპტირებას ან გადაკეთებას. მიგრანტები ჩვეულებრივ ვერ ხვდებიან თავიანთ გამოცდილებას უპირატესობას“

გამოფენა დამთვალიერებელს სწორად ამ უპირატესობას სთავაზობს – იხილონ ნამუშევრები ქართული ხასიათითა და ემოციებით.

ქართველი ხელოვანების საერთო ექსპოზიცია ბერლინში 30 ნოემბრამდე დარჩება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები